საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

22 აპრილს ქ.პარიზში, ინტერალიეს სასახლეში,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მეუღლითურთ და პრეზიდენტის დელეგაციის წევრები.

საზეიმო მიღებას წინ უძღოდა, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში არსებული ქართული პოლიფონიური მუსიკის ანსამბლის, "სულიკო" კონცერტი, რომელმაც აღაფრთოვანა ქართული და უცხოური პუბლიკაც.

საღამო სიტყვით გახსნა საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ეკატერინე სირაძე-დელონემ. დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც.

აღნიშნულ მიღებას ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ქართველ სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ საფრანგეთის პოლიტიკური წრეების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და წევრები, ასევე საფრანგეთის და საქართველოს სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

 

france/13055798_567646383403639_3466381744856949976_o.jpg

france/12970801_567645830070361_5071554358973701959_o.jpg

france/13072661_567646090070335_7705868714112419568_o.jpg

france/13040976_567646700070274_4619876777892299027_o.jpg