საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი პარიზში

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად პარიზში, ინვალიდების ისტორიულ სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, შემდეგ კი პრეზიდენტს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, არლემ დეზირმა უმასპინძლა, რომელმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნა და ამავე არქივიდან ორი დოკუმენტი პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს ელისეის სასახლეში უმასპინძლა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგა ასევე, საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარდ ლარშერთან, „იუნესკოს" გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში IFRI საექსპერტო წრეების წარმომადგენლაბთან.

22 აპრილს, პრეზიდენტი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრნენ. საღეიმო მიღება, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში არსებულმა ანსამბლმა "სულიკო" გახსნა.

23 აპრილს კი, პრეზიდენტი და მისი თანმხლები დელეგაცია ლევილის ქართულ მამულს ესტუმრა. საქართველოში გამგზავრების წინ კი, საფრანგეთში მოქმედი ქართული ასოციაციის "ლაზი" მიერ ორგანიზებულ "ქართულ საღამოს" დაესწრო.

 

 

 

 

 

photo © Leli Blagonravova