საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

 

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრო « პარიზის ელჩების წრის » საგაზაფხულო ვახშამს, რომელიც 27 აპრილს, ოტელ პლაზა ათენეში გაიმართა. ვახშამი იუნესკოში სოლომონის კუნძულების დელეგაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

საგაზაფხულო ვახშამს, რომელზეც ტრადიციულად ასი სტუმარი იყო მოწვეული და იუნესკოში სოლომონის კუნძულების დელეგაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ესწრებოდნენ  ორმხრივი და მრავალმხრივი ელჩები, სენატისა და ეროვნული ასამბლეის წევრები. ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

"პარიზის ელჩების წრე" რეგულარულად აწყობს ექსკლუზიურ, არაფორმალურ შეხვედრა-ვახშამებს, რომელსაც პარიზის საერთაშორისო ცხოვრების წამყვანი პირები ესწრებიან.

 

france/IMG_4477_1.jpg

france/IMG_4506.jpg