საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიტერატურული ღამე - მე-4 გამოშვება - ნინო ხარატიშვილი

 

 

საქართველოს საელჩო საფრანგეთში, Silknet მხარდაჭერით 

წარმოგიდგენთ

ნინო ხარატიშვილი და მისი რომანი "ჩემი საყვარელი ორეული" პარიზის "ლიტერატურული ღამეზე"

france/22b0b1_ed32e715fbfa434ea1c302c03c025c01_1.jpg

 

« ლიტერატურული ღამე » არის ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც პარიზში უკვე ოთხი წელია იმართება მაისის თვის ბოლო შაბათს, პარიზის უცხოური კულტურული ინსტიტუტების ფორუმის, FICEP ორგანიზებით.  « ლიტერატურული ღამის » დროს, პარიზის ერთერთ უბანში, მაგრამ განსხვავებულ ადგილას, მსახიობები ან თავად უცხოელი ავტორები, კითხულობენ მათი რომანის/მოთხრობის/პიესის ნაწყვეტებს ფრანგულ ენაზე. კითხვა იწყება ნაშუადღევს და მეორდება ყოველ ერთ საათში ერთხელ, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, სპეციალურად ამ დღისთვის შედგენილი ბროშურებისა და რუქის მიხედვით იმოძრაონ განსაზღვრული მარშრუტით და დაესწრონ რამდენიმე ნაწარმოების კითხვას.

france/12933151_10154102113364839_6983684490373276838_n_1.jpg

საქართველოს საელჩო პარიზში უკვე მესამე წელია მონაწილეობს პარიზის « ლიტერატურულ ღამეში »  და ხელს უწყობს ქართველი ავტორების პოპულარიზაციას საფრანგეთში. წინა გამოშვებებში  წარმოდგენილი იყვნენ ფრანგულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული ზაზა ბურჭულაძის რომანი « გასაბერი ანგელოზი » და ლაშა ბუღაძის პიესა, « პუტინის დედა ».

2016 წლის 28 მაისს,  « ლიტერატურული ღამის» მეოთხე გამოშვებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს საელჩომ  ქართული წარმოშობის გერმანულენოვანი მწერალი ნინო ხარატიშვილი და მისი რომანი « ჩემი საყვარელი ორეული» შეარჩია, რომელიც გერმანულიდან ფრანგულად დომინიკ ვენარმა თარგმნა. 2016 წლის « ლიტერატურულ ღამეში » საქართველოს მონაწილეობის ფინანსური პარტნიორია კომპანია « სილქნეტი ».

რომანის ნაწყვეტებს თეატრის მსახიობი, ჟული გოზლანი წაიკითხავს, რომელმაც საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ, « უცხოური კულტურების კვირეულის » ფარგლებში მოზარდ მაყურებლებისთვის ორგანიზებული ქართული ზღაპრების კითხვის სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.

გელით, პორტუგალიის ხელოვნების გალერეაში Lusofolie's, 18 საათიდან. ბოლო კითხვა 22 საათზე დაიწყება. 23 საათიდან კი ყველა მონაწილე ქართულ საღამოს შეუერთდება და საერთო საზეიმო დღესასწაული გაიმართება.

Lusofolie's

57 avenue Daumesnil

75012 Paris


კითხვის დასაწყისის საათები: 18სთ00-19სთ00-20სთ00-21სთ00-22სთ00

კითხვის ხანგრძლივობა - 20წთ

 

france/images_6.jpg france/Logo_7.jpg 

france/logo_1.gif