საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფრანსუა ოლანდი საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციას მხარს უჭერს

france/13320639_279460732398958_9175323393845612137_o.jpgსაფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ტექნიკურ საკითხებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლური ვექტორისთვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პოლიტიკურ მნიშვნელობას, რაშიც ფრანსუა ოლანდმა გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ექნება შესაბამის სამინისტროებთან, რათა, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის თანხმობა მოკლე დროში იყოს მიღებული.

საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასაც შეეხო. შეხვედრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი მიულოცა.