საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საკონსულო აღრიცხვა

 

რა არის საკონსულო აღრიცხვა?


საკონსული აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.


სავალდებულო არის თუ არის საკონსულო აღრიცხვა?

არა, მაგრამ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე.


რაში მჭირდება საკონსული აღრიცხვა?


- საქართველოში თქვენი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, კომუნალური (სულადობის მიხედვით) გადასახადების თავიდან ასაცილებლად.

- საქართველოში  საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

- საჭიროების შემთხვევაში თქვენი ადგილსამყოფელის დასადგენად და შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად.

 

სად და როგორ დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე?

საკონსულო აღრიცხვაზე შეგიძლიათ დადგეთ როგორც ელექტრონული ფორმით, სახლიდან გაუსვლელად, ისე საკონსულოში ვიზიტის ან ფოსტის საბუთების გამოგზავნის გზით.

ელექტრონული ფორმით:
1.  იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე (მიყევით ბმულს) შეავსეთ ელექტრონული განცხადება, ატვირთეთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდით დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით.

ან

2. საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე (მიყევით ბმულს) შეავსეთ ელექტრონული განცხადება, ატვირთეთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი. მომსახურებების ჩამონათვალში აირჩიეთ "საკონსულო აღრიცხვა". 

3. საკონსულოში ვიზიტით, მიყევით ბმულს, შეავსეთ ელექტრონული განცხადება და დანიშნეთ ვიზიტი საკონსულოში

ან საფოსტო მომსახურების გზით:


4. საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს გამოუგზავნეთ შემდეგი საბუთები:
- შევსებული ანკეტა (იხილეთ დანართი)
- ფოტოსურათი (ნებაყოფლობითია)

საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მისამართია:

Ambassade de Géorgie en France
Service consulaire
104, Avenue Raymond Poincaré
75116 Paris

 

 საკონსულო აღრიცხვა უფასოა

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07
ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე