საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის ვიზიტი ქალაქ ნანტში

france/f3db12f1cbed53d3d62042e66e9efb38d03ac31e5c776370de71375e7b063990_1.jpg

ვიზიტი მიზნად ისახავდა ნანტსა და თბილისს შორის დაძმობილების ფარგლებში არსებულ ერთობლივ საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა სახის პროექტების რეალიზაციაში ჩართულ სტრუქტურებთან (ასოციაციები, ნანტის მერია, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები) ურთიერთობების განმტკიცებას და ნანტსა და თბილისს შორის თანამშრომლობის ახალი პერსპეტივებისა და პრიორიტეტების დასახვას.

ვიზიტის პირველი ნაწილი დაეთმო შეხვედრებს იმ ასოციაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ თბილისი-ნანტის ორმხრივი და თბილისი-ნანტი-საარბრიუკენის სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.  ასოციაცია ნანტი-თბილისის პრეზიდენტი ანა ნადიბაიძე და მისი მოადგილე ანიკ ფრანკონი, ასოციაცია Agir ABCD-ში საქართველოსთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი ჟაკ გოდიე, ფრანგულ-გერმანული კულტურის ცენტრის პრეზიდენტი მარკ შატენიე და ცენტრის დირექტორი მარტინ კრეჰტინგი, ასევე, ნანტის მერიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი ანტუან პარო. ასოციაციათა წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე.

ვიზიტის მეორე ნაწილი დაეთმო ნანტსა და თბილისს შორის თანამშრომლობის განვითარებას ურბანიზმის სფეროში და ამ მხრივ ნანტის გამოცდილების გაზიარებას. ამ მიზნით ელჩი შეხვდა ნანტის მერის მოადგილეს კარინ დანიელს, რომელიც კურირებს ნანტის საერთაშორისო ურთიერთობებს. ვიზიტის დასასრულს გაიმართა შეხვედრა ნანტის მერთან ჟოანა როლანთან, რომელთანაც საუბარი შეეხო ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისაკენ მიმართულ კონკრეტულ პროექტებს.