საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ზურაბ პოლოლიკაშვილის ვიზიტი პარიზში

france/0-02-05-ef1c3feade5621fc4dbdeb56f68c6509a76eff53278874bacec9ba3bdd83ab9e_full.jpgმიმდინარე კვირაში საფრანგეთში იმყოფებოდა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი, ამჟამად ესპანეთის საელჩოში საქართველოს ელჩი, ბ-ნი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 20 დეკემბერს იგი შეხვდა საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის სახელმწიფო მდივნის კაბინეტის დირექტორს, პიერ ლუი ოტენს და ტურიზმის დარგში სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, ლუიზ კენელს. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ქ-ნი ეკატერინე სირაძე-დელონე.

ბ-მა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საფრანგეთის მხარეს გააცნო მისი როგორც კანდიდატის ხედვა და მომავალი გეგმები.