საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნინო ხარატიშვილის საღამო პარიზში

france/1_7.jpg27 მარტს, პარიზის გოეთეს ინსტიტუტმა უმასპინძლა ქართული წარმოშობის გერმანულენოვანი მწერლის, ნინო ხარატიშვილის შეხვედრას მკითხველთან. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ლიტერატურული ჟურნალი Transfuge და გამომცემლობა Piranha, რომელმაც 2017 წლის იანვარს ხარატიშვილის ბოლო რომანი «მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის» გამოსცა.

საღამოს დასასრულს, რომელზეც რომანის ნაწყვეტები წაიკითხეს თავად ავტორმა და მისმა ფრანგმა მთარგმნელმა, ბარბარა ფონტენმა, საელჩო სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდა.