საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა საწარმოთა მოძრაობა MEDEF-ის შტაბ-ბინაში

 

france/20170502_083920.jpg2 მაისს საფრანგეთის საწარმოთა მოძრაობა MEDEF-ის შტაბ-ბინაში გაიმართა საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს შეხვედრა ფრანგ ბიზნესმენებთან. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა მიმდინარე წლის 27-28 მარტს, საფრანგეთის საწარმოთა მოძრაობა MEDEF International-ის 28 წამყვანი ფრანგული კომპანიის წარმომადგენლისაგან შემდგარი დელეგაციის თბილისში სტუმრობისა და საქართველოს მთავრობის წევრებთან  შეხვედრების შედეგებისა  და მომავალი თანამშრომლობიდ შესაძლებლობების განხილვასა.

შეხვედრა გახსნა კომპანია Oberthur Technologies Identity-ს გენერალურმა დირექტორმა და MEDEF International-ის ცენტრალური აზია-საფრანგეთის საწარმოების ხელმძღვანელთა საბჭოს პრეზიდენტმა კრისტოფ ფონტენმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოში ვიზიტის შედეგები და მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარეს შინაარსით დატვირთული და ნაყოფიერი ვიზიტის მომზადებისათვის. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ დინამიზმს და ეკონომიკური მმართველობის ტრანსპარენტულობას, რაც ბიზნეს საქმიანობისათვიუს მეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

თავის გამოსვლაში, ქ-ნმა ელჩმა ფრანგ მეწარმეებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების მთავარი ორიენტაციები, მისი პრიორიტეტები ეკონომიკისა და ინვესტირების საკითხში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის გატარებული უახლესი რეფორმები და ხელისუფლების მოლოდინები უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებით. დასასრულს, ქ-ნმა ელჩმა უპასუხა დამსწრე ფრანგი მეწარმეების შეკითხვებს. მათი თხოვნით, მან  ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამსრომლობის პოტენციალსა და უშუალო მეზობლებთან და აზიის სახელმწიფოებთან საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე.