საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მრგვალი მაგიდა თემაზე: თანამედროვე საქართველოს ლიტერატურული პეიზაჟი

2017 წლის 19 სექტემბერს, პარიზის ენებისა და ცივილიზაციის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის (BULAC) ორგანიზებითა  და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს,  ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის" მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „თანამედროვე საქართველოს ლიტერატურული პეიზაჟი".

ღონისძიებაზე მიწვეულმა ქართველმა მწერლებმა; ლელა კოდალაშვილმა და ლაშა ბუღაძემ ისაუბრეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და იმ ქართველ თანამედროვე მწერლებზე, რომელთაც ახალი ჟანრი შემოიტანეს ქართულ ლიტერატურაში. ღონისძიების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, გაგრძელდა დისკუსია მსმენელებისთვის საინტერესო თემებზე.

 

ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ მიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას უძღვებოდა პარიზის ენებისა და ცივილიზაციის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომელი თამარ სვანიძე.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal