საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 41-ე სესია

10 ნოემბერს, ზოგადი პოლიტიკური დებატების (General Policy Debates) ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელების სიტყვით გამოსვლას, მინისტრის მოადგილემ მიმართა გენერალური კონფერენციის მონაწილეებს. გამოსვლისას  ხაზი გაესვა საქართველოსა და UNESCO-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და ქვეყნის ძალისხმევას მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით.
 
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე. ამასთანავე, მან სრული მხარდაჭერა გამოხატა UNESCO-ში მიმდინარე რეფორმების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ეფექტურობისა და მოქნილობის გაზრდის კუთხით. ამასთანავე, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა UNESCO-ს გენერალურ დირექტორს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც თბილისსა და ბათუმს შემოქმედებითი ქალაქების სტატუსი მიენიჭა და მოხდა მათი გაერთიანება „შემოქმედი ქალაქების ქსელში“ (Creative Cities Network (UCCN)).
ხათუნა თოთლაძემ კვლავ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემატიკაზე და დააფიქსირა ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა პროცესებში, განსაკუთრებით კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში.