საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მნიშვნელოვანი სიახლე მოქალაქეებისთვის!!

როგორც უკვე მოგეხსენებათ, ე.წ. წითელი ზონიდან (ამჟამად საქართველო მიეკუთვნება წითელ ზონას), - ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შედიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ხოლო, დაშვებული ვაქცინებია: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson).
- საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).
ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 7 დღე მაინც.
საფრანგეთის მიერ დადგენილი ახალი წესის თანახმად, პირებმა, რომლებიც აცრილი არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ორივე დოზა სინოფარმის (BBIBPCorV) ან სინოვაკის (CoronaVac) ვაქცინით, მათი ვაქცინაციის სქემის სისრულეში მოსაყვანად და ფრანგული სანიტარული პასპორტის მისაღებად, შეუძლიათ გაიკეთონ ერთი დოზა MRNa ტიპის ვაქცინა (მოდერნას ან ფაიზერის ე. წ. ბუსტერი); ბუსტერის გაკეთებიდან 7 დღის შემდეგ, სინოვაკით და სინოფარმით აცრილი პირები ჩაითვლებიან სრულად ვაქცინირებულად და შეეძლებათ საფრანგეთში გამგზავრება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: