საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთის ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ

ცხოელი სტუდენტის მხრიდან ფრანგული სანიტარული პასპორტის (კოვიდ სერტიფიკატის) მოთხოვნა

 

თუ თქვენ ჩაირიცხეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებელში 2021/2022 აკადემიური წლისთვის, შესაძლებლობა გაქვთ მოითხოვოთ კოვიდ პასპორტი ან თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტი, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ პირობებს:

  1. უნდა იყოთ აცრილი ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აკრედიტირებული ვაქცინით:

- ჯონსონის ვაქცინის ერთი დოზის მიღებიდან გასული უნდა იყოს 4 კვირა;

- ფაიზერის, მოდერნას ან ასტრაზენეკას მეორე დოზის მიღებიდან გასული უნდა იყოს 7 დღე;

- ვაქცინაციიდან 7 დღის გასვლის შემდეგ, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ Covid-19 და მიღებული გაქვთ ზემოხსენებული რომელიმე ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა.

  1. არ უნდა იყოთ ვაქცინირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ანდორაში, ისლანდიაში, ლიხტენშეტაინში, მონაკოში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ბრიტანეთის სამეფოში (ინგლისი და უელსი მხოლოდ), ვინაიდან ამ ქვეყნებში გაცემული კოვიდ სერტიფიკატი საფრანგეთში მოქმედებს შეზღუდვების გარეშე;
  1. უნდა გქონდეთ სასწავლო ვიზა;

ფრანგული სანიტარული პასპორტის მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა  უნდა განხორციელდეს ონლაინ, შემდეგი გვერდის მეშვეობით: https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants