საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა თურქეთში უცხოეთიდან შესვლის წესები და პირობები:
👇
🛑 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა (მათ შორის დიპლომატებმაც) უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა (საჰაერო გზით შემომავალმა მგზავრებმა გამოფრენამდე თვითმფრინავში ჩასხდომამე).
ის პირები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე შესვლისას ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაცის შესაძლებლობა, გადაყვანილ იქნებიან ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში.
სტამბულის აეროპორტით ტრანზიტულად გამავალ მგზავრებს არ მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა აუცილებელია დანიშნულების ქვეყანაში შესასვლელად.
თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
იმ მოქალაქეებს, რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19 პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა.
✅აღნიშნული რეგულაცია ძალაში იქნება 2021 წლის 1 მარტამდე.