საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რწმუნებათა სიგელების გადაცემა

2020 წლის 22 სექტემბერს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეა კატუკიამ რწმუნებათა სიგელები გადასცა მონაკოს სამთავროს პრინცს, მის აღმატებულებას ალბერტ II-ს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა მონაკოს სამთავროს მთავარ სასახლეში. სასახლის ეზოში სამთავროს კარაბინიერთა საპატიო ყარაული მოეწყო.