საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!

2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, გახშირდა საქართველოს მოქალაქეების შეკითხვები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ინფორმაციის მიღების მიზნით. 
აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, (ოთხშაბათს) საფრანგეთის დროით 17:30 საათზე, საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის საელჩოს Facebook გვერდზე განხორციელდება ვიდეო-ჩართვა (live), რომლის დროსაც კონსული, რუსუდან დიდებულიძე მოგაწოდებთ ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვის თაობაზე და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს. 
 ვიდეო-ჩართვაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 30 სექტემბერს 17.30 საათიდან ეწვიოთ საელჩოს Facebook გვერდს და გამოგვიგზავნოთ თქვენი შეკითხვები.