საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფრანგ კოლეგასთან ჟან ივ ლე დრიანთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ფრანგ კოლეგასთან ჟან ივ ლე დრიანთან.

 მინისტრები მიესალმნენდიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი“- საინაუგურაციო შეხვედრას, რომელიც ვიზიტის ფარგლებში პარიზში იმართება და გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სტრატეგიული ფორმატის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო არის პირველ ქვეყანა რეგიონში, რომელთანაც საფრანგეთმა მსგავსი სახის თანამშრომლობის ფორმატი დააფუძნა.

 

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და აღინიშნა, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის საქართველო - საფრანგეთის თანამშრომლობის გასაღრმავებლად