საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 2 დეკემბერს, საფრანგეთში, ქ.პარიზში „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა

2019 წლის 2 დეკემბერს, საფრანგეთში, .პარიზშიდიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგისსაინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა.

 საინაუგურაციო შეხვედრა გაიხსნა პლენარული სხდომით, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მისი ფრანგი კოლეგა, ჟან-ივ ლე დრიანი. ღონისძიების ფარგლებში, ქართველმა და ფრანგმა მინისტრებმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სესიის მონაწილეებს.

 “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური, საპარლამენტო, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე კულტურის და განათლების სფეროებში.