საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში თეა კატუკია დღეს პარიზში, ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საეკლესიო მსახურებასა და დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში თეა კატუკია დღეს პარიზში, ჟაკ შირაკის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საეკლესიო მსახურებასა და დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.
ცერემონიას ესწრებოდნენ საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ყოფილი პრეზიდენტები – ფრანსუა ოლანდი, ნიკოლა სარკოზი, ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი ასევე, სხვადასხვა ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცერემონიის დასასრულს სხვადასხვა ქვეყნების მეთაურებს ელისეს სასახლეში უმასპინძლა.