საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგრანტო პროგრამა - "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა"

აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „დიასპორული ინიციატივების ფონდის“ პროგრამის ფარგლებში, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტის შესაბამისად, კონკურსის წესით დააფინანსებს საქართველოს მოქალაქეთა მიერ დიასპორასთან დაკავშირებით წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.

 საგრანტო თანხის საერთო ოდენობა შეადგენს 500.000 ლარს და კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30.000 ლარისა. პროექტის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge; ასევე, საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების (ქართულ ენაზე, ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად. 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

1. საგრანტო პროგრამის აღწერილობა

2. საგრანტო განაცხადის ფორმა

Occupied Territories of Georgia

eVISA portal