საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში. თქვენ 6 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად:

  • თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2018 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას);
  • საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

თქვენი საარჩევნო უფლებების და არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით, დატოვეთ შეტყობინება და ჩვენ გიპასუხებთ.

ონლაინ ჩათი

სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი: +995 32 2 51 00 51

 

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებ გვერდზე: https://geoconsul.gov.ge/HtmlPage/html/View?id=41

 

კონკურსი სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების თანამდებობებზე

 

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნები