საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ

იგივე Certifiat de Célibat


(ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე)

 

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

 

ყურადღება!!! საკონსულო სამსახური გადავიდა საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდის მეთოდზე.

თქვენთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარ საფასურის გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დუკუმენტის (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) წარმოდგენა საკონსულოში  ვიზიტის დროს.

 

CIC - Banque Transatlantique 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

 

ყურადღება !!! გადმორიცხვის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს ზუსტი თანხის გადმორიცხვას, დანიშნულების შინაარსის (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT)  და სახელის გვარის (იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისთვისაც განკუთვნილია მომსახურება) მითითებით. გადმორიცხული თანხების იდენტიფიცირებისათვის არ შეიძლება სხვადასხვა შინაარსის მომსახურებისთვის (მაგ. პასპორტი და თარგმანი)   თანხების ჯამური გადმორიცხვა. თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. იკრძალება სხვა პირისთვის საბანკო ანგარიშის გადაცემა და  თვითნებურად თანხების გადმორიცხვა.

 

 

 

ცნობის გამოთხოვა შეიძლება  საჭირო საბუთების ფოსტით გამოგზავნით, ან საკონსულო სამსახურში მოსვლით წინასწარ დანიშნული შეხვედრის დღეს.

 

ა) საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა (იხ.ქვემოთ) და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები: 

1. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

2. განქორწინებულმა პირმა უნდა დაურთოს განქორწინების მოწმობის ასლი;

3. პირმა, რომლის მეუღლეც გარდაიცვალა, უნდა დაურთოს ქორწინების მოწმობა და გარდაცვალების მოწმობა

4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 

 

თუ გსურთ, რომ ცნობა უკან ფოსტით დაგიბრუნდეთ, გამოგზავნის საბუთებს თან დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი ცნობისთვის). წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობის ასაღებად საკონსულოში მოსვლა შესაძლებელია მხოლოდ პარასკეობით 10სთ-დან 13სთ-მდე.

 

საბუთები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Ambassade de Géorgie

Service Consulaire

104, avenue Raymond Poincaré

75116 Paris

 

ბ) საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში წინასწარ შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ მონიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით;

 

• მომსახურების საფასური 19,22 ევრო

• მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში

 

საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ  დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს  01 45 02 11 07

ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-17:00 და პარასკევს 10:00-13:00 

 

 

ხსენებული მომსახურების მიღება ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით