საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თარგმანი და დამოწმება


გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

 

ყურადღება!!! საკონსულო სამსახური გადავიდა საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდის მეთოდზე.

თქვენთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარ საფასურის გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დუკუმენტის (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) წარმოდგენა საკონსულოში  ვიზიტის დროს.

 

CIC - Banque Transatlantique 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

 

ყურადღება !!! გადმორიცხვის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს ზუსტი თანხის გადმორიცხვას, დანიშნულების შინაარსის (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT)  და სახელის გვარის (იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისთვისაც განკუთვნილია მომსახურება) მითითებით. გადმორიცხული თანხების იდენტიფიცირებისათვის არ შეიძლება სხვადასხვა შინაარსის მომსახურებისთვის (მაგ. პასპორტი და თარგმანი)   თანხების ჯამური გადმორიცხვა. თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. იკრძალება სხვა პირისთვის საბანკო ანგარიშის გადაცემა და  თვითნებურად თანხების გადმორიცხვა.

 

საბუთების გამოთხოვა შეიძლება  საჭირო საბუთების ფოსტით გამოგზავნით, ან საკონსულო სამსახურში მოსვლით წინასწარ დანიშნული შეხვედრის დღეს. 

 ა) საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები: 

1. სათარგმნი დოკუმენტის ორიგინალი

2. მოქალაქის განცხადება (იხილეთ დანართი)

3. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 

 

• ერთი გვერდის თარგმანის და დამოწმების საფასური 10.00 ევრო (აპოსტილის ბეჭედი ცალკე გვერდად ითვლება)

 

საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Ambassade de Géorgie

Service Consulaire

104, avenue Raymond Poincaré

75116 Paris

თუ გნებავთ, რომ თარგმანი დაგიბრუნდეთ სახლში, დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა. აღნიშნული კონვერტით დოკუმენტები უკან დაგიბრუნდებათ.

 

ბ) საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში წინასწარ შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ მონიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით; 

 

• მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში! 

საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს

შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 0ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე