საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გიორგი მარგველაშვილი ვილნიუსში საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, არაღიარების პოლიტიკასა და სხვა სფეროებში გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის.

"მარგველაშვილმა აღინიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც საფრანგეთმა შეასრულა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოსადმი განხორციელებული სამხედრო აგრესიის პერიოდში. საფრანგეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების მნიშვნელობას და გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სტანდარტებთან მიახლოვებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ბიზნესის, ვაჭრობის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, მიგრაციის, დანაშაულთან ბრძოლისა და სხვა სფეროებში. საუბრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგი კოლეგა საქართველოში მოიწვია. საფრანგეთის პირველმა პირმა კი დაადასტუ

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal