საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რწმუნებათა სიგელების გადაცემა იუნესკოში

2007 წლის 11 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში და მუდმივმა წარმომადგენელმა იუნესკოში მამუკა კუდავამ რწმუნებათა სიგელი გადასცა იუნესკოს გენერალურ დირექტორს კოიშირო მაცუურას.

ცერემონიის შემდეგ იუნესკოს გენერალურ დირექტორთან საუბრისას საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განიხილა სხვადასხვა  საკითხები, მათ შორის იუნესკოს მიერ აფხაზეთის რეგიონში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შეფასებითი ვიზიტის განხორციელება, მიმდინარე წელს იუნესკოს საიუბილეო თარიღების ნუსხაში შესული ჯვრის მონასტრის 1500 წლის იუბილის აღნიშვნაში  იუნესკოს აქტიური მონაწილეობა.

იუნესკოს გენერალურმა დირექტორი მიესალმა საქართველოს ელჩის ინიციატივებს, ყოველგვარი დახმარება აღუთქვა მას და  მადლიერება გამოხატა იუნესკოსთან საქართველოს თანამშრომლობის დონის გამო.

2007 წლის 12 აპრილი