საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რწმუნებათა სიგელების გადაცემა პორტუგალიაში

2007 წლის 28 მაისს, ქ. ლისაბონში, საფრანგეთის რესპუბლიკასა და პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა კუდავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანიბალ კავაკუ სილვას.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა პორტუგალიის პრეზიდენტსა და საქართველოს ელჩს შორის. ბატონმა პრეზიდენტმა ელჩს მიულოცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების მე-15 წლისთავი. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო-პორტუგალიის ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, პორტუგალიის პრეზიდენტობის პერიოდში (2007 წლის მეორე სემესტრი) ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობათა აქტუალური საკითხები.

საქართველოს საელჩომ ქ. ლისაბონში გამართა საზეიმო მიღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და პორტუგალიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივნის მანუელ ლობუ ანტუნეშის თანდასწრებით.

 

2007 წლის 28 მაისი

Occupied Territories of Georgia

eVISA portal