საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

«სინგაპურში ბიზნესის კეთება ადვილია» - Le Monde 26.09.2007

« ზედიზედ მეორე წელია, სინგაპური იმყოფება ხელსაყრელი ბიზნესგარემოს მქონე ქვეყნების თავში », გვატყობინებს Doing Business-ის 2006-2007 წლების ანგარიში, გამოქვეყნებული ოთხშაბათს, 26 სექტემბერს, მსოფლიო ბანკის მიერ.

ეს ანგარიში « გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ამა თუ იმ მთავრობის უნარი ჩამოაყალიბოს ბიზნეს საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემო », აღნიშნავს გაზეთი Le Monde ოთხშაბათის ნომერში. შეფასების კრიტერიუმები ითვალისწინებენ კანონმდებლობისა და რეგლემენტაციის ქმედითუნარიანობას ინვესტიციებთან მიმართებაში ათი კატეგორიის მიხედვით, როგორც, მაგალითად, საწარმოს რეგისტრირება, ექსპლუატაციის უფლების მოპოვება, მოხელეთა დასაქმება და ა.შ.

გასულ წელს სინგაპურმა გადაუსწრო ახალ ზელანდიას, რომელიც კვლავ მეორე ადგილზეა აშშ-ს წინ (მე-3). კანადას (მე-7) მეოთხე ადგილი ჰონგ-კონგმა ჩამოართვა, ხოლო დანიამ მეშვიდედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა კლასიფიკაციაში, რომელიც 178 ქვეყანას მოიცავს.

საფრანგეთი სხვებზე უკან

საფრანგეთმა 35-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ საკმაოდ ჩამორჩება დიდ ბრიტანეთს (მე-6), ირლანდიას (მე-8), ნორვეგიას (მე-11), ბელგიას (მე-19) და გერმანიას (მე-20). მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ « ქვეყანა შესაძლოა იყოს ხელსაყრელი ბიზნესისთვის და ამავე დროს იძლეოდეს სოციალური დაცვის მყარ გარანტიებს ». ამ მხრივ, ჩრდილოეთ ევროპის რამოდენიმე ქვეყანა, სადაც სოციალური დაცვის სისტემა სამაგალითო დონეზეა, მაღალ პოზიციებზე იმყოფება ამ კლასიფიკაციაშიც.

რეფორმების სფეროში პროგრესის მხრივ, აღსანიშნავია აღმოსავლეთ ევროპის და მათ შორის დსთ-ს სივრცის რამოდენიმე ქვეყნის წინსვლა. მსოფლიო ბანკი ხაზს უსვავს იმ გარემოებას, რომ "აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებმა 2006-2007 წლებში წინ წაიწიეს რეფორმების მხრივ” და აღნიშნავს ასევე მნიშვნელოვან საბაზრო სივრცეებს, რომლებიც მოიცავს ჩინეთსა და ინდოეთს.

ეგვიპტეს გარდა, რეფორმატორი ქვეყნების სიაში ქრონოლოგიის მიხედვით იმყოფებიან ხორვატია, განა, მაკედონია, საქართველო, კოლუმბია, საუდის არაბეთი, კენია, ჩინეთი და ბულგარეთი.