საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის აზრით, «ლელოების» გარჯა სასარგებლოა ქვეყნის განვითარებისთვის - La Marseillaise

2007 წლის 1 ოქტომბერი

მამუკა კუდავა : « საქართველო სასიამოვნო სიურპრიზად იქცა »

როგორ აფასებთ ქართველების თამაშს მსოფლიო თასზე ?

უნდა მოგახსენოთ, რომ ძალზე კმაყოფილები ვართ. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარეთ არგენტინასთან და კიდევ უკეთესი ირლანდიასთან, მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ ეს ორი თამაში. სამაგიეროდ, ნაკრების კარგი მზადყოფნა გამოაშკარავდა ნამიბიასთან. მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე სასიამოვნო სურპრიზად იქცა და რომ სამწვრთნელო შტაბმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულა.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ნამიბიასთან მოპოვებულმა გამარჯვებამ დაადასტურა ქართული რაგბის პროგრესი საერთაშორისო არენაზე?

უდაოდ! ეს ჩვენი მეორე მონაწილეობაა მსოფლიო თასზე. 2003 წელს ყველა მატჩი წავაგეთ, ამჯერად კი, არა მხოლოდ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, არამედ ღირსეული წინაამღდეგობა გავუწიეთ ირლანდიას, რომელსაც სადღაც გაუმართლა კიდეც. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროგრესისთვის საფრანგეთსაც უნდა ვუმადლოდეთ. ჩვენი მრავალი მოთამაშე საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილეობს და ანრი ბრონკანის (ჯადოქარი "ოშიდან”, რომელიც კონსულტირებას უწევდა ნაკრებს, გაზეთის შენიშვნა) დახმარებაც ფასდაუდებელი იყო.

წაადგება თუ არა ეს ყოველივე საქართველოში რაგბის განვითარებას?

ჩვენ უკვე წავახალისეთ რაგბის განვითარება ჩვენს ქვეყანაში, ჩამოვაყალიბეთ რა სტადიონების შენების პროგრამა, რაც თავის მხრივ, მოიზიდავს ახალგაზრდებს სპორტის ამ სახეობაში. ცხადია, ფეხბურთი რჩება ყველაზე პოპულარულ სახეობად, მაგრამ რაგბიც პროგრესირებს. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ სწრაფად განვითარებადი ქვეყანა ვართ ეკონომიკური ზრდის 10%-იანი მონაცემით და უკვე ბევრი უცხოელი ინვესტორი, მათ შორის ფრანგები, ინტერესდება ჩვენით. ამ თვალსაზრისით, მსოფლიო თასი შესანიშნავ შესაძლებლობად იქცა ჩვენი ქვეყნისადმი ყურადღების მოსაზიდად.

ყოველივედან გამომდინარე, მომავალ მსოფლიო თასზე გუნდების რაოდენობის 16-მდე შემცირების იდეა მაინცდამაინც სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ...

ჩვენ არ ვეთანხმებით ამ წინადადებას. მე ვფიქრობ, რომ ეს მონდიალი ე.წ. "პატარა” გუნდების პროგრესის დასტურადაც იქცა. ეს ეხება არა მარტო ქართველებს, არამედ სხვებსაც. ჩვენ ვიღწვით ისეთი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც მაქსიმალურად სრულად წარმოაჩენს მსოფლიო რაგბის. ჩვენ არ გვაშფოთებს 16 საუკეთესოთა შორის ვერმოხვედრის პერსპექტივა, ეს არ არის პრობლემის არსი. უბრალოდ ვფიქრობ, რომ რაგბის საერთაშორისო ფედერაციის დანიშნულება იმ გუნდების მხარდაჭერაა, რომლებიც ტრადიციულად არ შედიან მსოფლიო ელიტაში.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal