საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

«ქართული პოლიფონიური ბანკეტი»

საფრანგეთში მიმდინარე ქართული კულტურული სეზონის ფარგლებში მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს ქალაქ რუაიომონში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით «ქართული პოლიფონიური ბანკეტი», რომლის ერთ-ერთი დამფინანსებელი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო, ხოლო მხარდამჭერი საფრანგეთში საქართველოს საელჩო იყო.

ღონისძიების ფარგლებში, პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ რუაიომონში ორი დღის მანძილზე გაიმართა ოთხი კონცერტი ქართული ანსამბლების «ანჩისხატისა» და «თავო ჩემოს» მონაწილეობით, ორი მრგვალი მაგიდა ქართული გეოკულტურული მოწყობის საკითხებზე ცნობილი ჟურნალისტების, ისტორიკოსების და პოლიტოლოგების მონაწილეობით, ოთარ იოსელიანის ქართული და პარიზული პერიოდის ფილმების რეტროსპექტივა, შეხვედრა ფრანგ კინორეჟისორ ჟული ბერტუჩელისთან და საქართველოსადმი მიძღვნილი მისი ფილმების ჩვენება. ღონისძიების ორივე საღამოს გაიმართა პოლიფონიური ბანკეტი, რომელსაც უძღვებოდა ცნობილი ქართველი მსახიობი მურმან ჯინორია. Bბანკეტში ქართველ მომღერლებთან ერთად მონაწილეობდნენ სომეხი და ბერძენი მუსიკოსები და ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი.

გაცნობებთ, რომ რუაიომონს ორი დღის მანძილზე ათასამდე მაყურებელი ეწვია, ხოლო მხოლოდ ბანკეტზე 700 მეტი საპატიო სტუმარი გაეცნო ქართული სუფრისა და სიმღერის ხელოვნებას.