საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოსა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ

2007 წლის 19 ოქტომბერს ქ. პარიზში,  UNESCO-ს 34-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ვუკ ჯერემიჩს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი. მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე.

დღესვე გაიმართა კონსულტაციები საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის საკითხები და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პრობლემატიკა.

 

2007 წლის 19 ოქტომბერი