საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

«საქართველო ზრდის ძალისხმევას ნატოში ინტეგრაციისთვის» - Le Monde 20.10.07

რუსეთის მხრივ ოპოზიციის მიუხედავად, საქართველო აპირებს დაასწრაფოს ნატოსთან დაახლოვების პროცესი. კავკასიური რესპუბლიკა, რომელიც უკვე ჩაბმულია « ინტენსიურ დიალოგში » ნატოსთან, იმედოვნებს გადალახოს მორიგი ეტაპი და მიიღოს « გაწევრიანების სამოქმედო გეგმა »2008 წელს ბუქარესტში დაგეგმილ ალიანსის სამიტის « მსვლელობისას, ან მანამდე.»

როგორც განუცხადა « მონდს » პარიზში ხანმოკლე ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 19 ოქტომბერს, საქმე ეხება რეფორმების « მემკვიდრობით » პროცესს, მოყოლებული 2003 წლის «ვარდების რევოლუციიდან », და ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხს «გარეშე ხიფათების » წინაშე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზეწოლას მოსკოვიდან.

6 აგვისტოს ინციდენტმა, როდესაც რუსული რაკეტა ნასროლი იქნა საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან სამოც კილომეტრში (თვითმფრინავიდან ნასროლი რაკეტა არ აფეთქდა და მას არავინ ემსხვერპლა), საბოლოოდ დაარწმუნა საქართველოს ხელისუფალნი ძალისხმევის ინტენსიფიცირების აუცილებლობაში, რათა დაარწმუნონ ატლანტიკური ალიანსის წევრები, მისცენ მწვანე სინათლე ამ დაახლოვებას.

მაგრამ, ეს არგუმენტი ორპირა ბასრ სამართებელს მოგვაგონებს : ნატოს მფარველობის საქართველოზე გავრცელების რისკი სწორედ ზემოხსენებულ ინციდენტში (რომლისთვისაც მოსკოვმა უარყო ყოველგვარი პასუხისმგებლობა) აისახა.

იმ დროს, როდესაც მოსკოვი ხმას იმაღლებს საერთაშორისო ურთიერთობების მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ზედმეტად ხომ არ მერყეობს ალიანსის ზოგი წევრი და მათ შორის საფრანგეთი, საქართველოს თავის რიგებში მისაღებად ? ბატონი ბეჟუაშვილი, რომელიც ახორციელებს ევროპულ ტურნეს თავისი ქვეყნის კანდიდატურის დასაცავად, ერიდება ამ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას. მისი ქვეყანა, გვიხსნის ის, მზად არის «მოისმინოს რუსეთის არგუმენტები, რომელსაც არ მოსწონს ნატოს გაფართოება », მაგრამ საბოლოო ჯამში ეს საკითხი მხოლოდ ალიანსისა და თავად საქართველოს გასაწყვეტი უნდა იყოს : მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება მეზობელი ქვეყნის სტრატეგიულ არჩევანთან მიმართებაში.

«სხვათა შორის, მე ვუთხარი რუსებს : ნატოს წევრი საქართველო, სტაბილური და პროგნოზირებადი, რომელიც გააკონტროლებს თავის საზღვრებს, ხელსაყრელია თქვენთვისაც », გვამცნობს მინისტრი, მაშინ როდესაც დაძაბულობა იზრდება რუსეთის მხარდაჭერის მქონე საქართველოს სეპარატისტულ რესპუბლიკა აფხაზეთში. ხუთშაბათს, ქართულ პოლიციასა და აფხაზ «მესაზღვრეებს » შორის მომხდარ შეიარაღებულ ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

საქართველო იმედგაცრუებულია ევროპის რეაგირების სისუსტით აგვისტოში რუსული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით. ყველაზე მკაფიო პროტესტის ხმა შეერთებული შტატების და ნატოს « ახალი » წევრების, როგორც პოლონეთი და ბალტიისპირეთი ქვეყნებია, მხრიდან გაისმა. მაგრამ, თბილისის მიერ დახმარებისთვის მოხმობილმა ეუთომ « რეაგირების უუნარობა » გამოიჩინა, წუხს ბატონი ბეჟუაშვილი. ამავე დროს, მინისტრი მიესალმება იმ გარემოებას, რომ ხსენებული სამხედრო ინციდენტის საკითხი წამოწეულ იქნა ნიკოლა სარკოზის მიერ ვლადიმერ პუტინთან საუბარში ცოტა ხნის წინ მოსკოვში. ეს, დიპლომატის აზრით, მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ « საქართველო დაბრუნდა ფრანგული დიპლომატიის სარადარო ეკრანზე.» 

ნატალი ნუგაირედი