საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ნაშრომის დაჯილდოება

უკვე 77 წელია, რაც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია (Organisation Internationale des la Vigne et du Vin - OIV) აჯილდოებს სამეცნიერო ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ნაშრომებს მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში. ჟიური შედგება სპეციალისტებისგან (უნივერსიტეტის პროფესორები, ჟურნალისტები, მეცნიერები, ისტორიკოსები), რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ მეღვინეობის სფეროსთან.

წელს, ჟიური, მისი აღმატებულება ელჩი ფრანტიშეკ ლიპკას თავმჯდომარეობით, შეიკრიბა ბუდაპეშტში (უნგრეთი), სადაც გაიმართა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის XXX მსოფლიო კონგრესი. « მონოგრაფიებისა და სპეციალიზირებული კვლევების » კატეგორიაში პრიზი გადაეცა კომპანია GWS -ის მიერ გამოცემულ ნაშრომს, «ვაზი, ღვინო და ქართველები». ნაშრომის ავტორია პროფესორი ლევან ჭილაშვილი.

პრიზების გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას, რომელიც გაიმართა 23 ოქტომბერს პარიზში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისში, ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთსა და პორტუგალიაში, ბ-ნი მამუკა კუდავა.