საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქეთი მელუა და ჯეიმს ბლანტი, «ლეგალური» ჩატვირთვების სამეფო წყვილი - Le Monde

Le Monde

29.10.07

ვინიცობა ფრანგებმა, ინტერნეტიდან არალეგალური ჩატვირთვების უპირველესმა მეკობრეებმა არც კი იციან, რომ ლეგალური ჩატვირთვა შესაძლებელია, საჭიროა უბრალოდ შესაბამისი პლატფორმების მოძებნა. უკვე მეხუთე კვირაა, რაც მუსიკალურ ბესტსელერებს შორის ქეთი მელუას (Pictures) და ჯეიმს ბლანტის (All the Lost Soals) ალბომებია. ბრიტანეთის ეს ორი მოქალაქე (პირველი მათგანი წარმოშობით ქართველია) პოპ მუსიკის წამყვანი მიმართულების - « მეინსტრიმის » სამეფო წყვილია. მათ სასიამოვნო ხმები, რბილი მუსიკა და რომანტიული ლირიკა ახასიათებთ. მათ ვერ იხილავთ ბულვარული პრესის ფურცლებზე და, შესაბამისად, მათი პოპულარობა ალბომების გაყიდვის (დღევანდელი კრიზისის პირობებში უპრეცენდენტო) მრავალმილიონიანი ტირაჟით განისაზღვრება. მათი ქცევის სისადავეს სათანადოდ აფასებენ მომხმარებლები და სრულიად დამსახურებულადაც. ქეთი მელუა ყველაფერს მიუხვდა ნორა ჯონსის პოპ-ჯაზ-ფოლკის წარმატების ფორმულას, ხოლო კოსოვოში ყოფელ მშვიდობიმყოფელ ჯეიმს ბლანტს, ჩანს ზედმიწევნით შეუსწავლია ელტონ ჯონის ბიოგრაფია. ამ ორის ფონზე, ჰევი-მეტალის ჯგუფად მოგეჩვენებათ.     

Occupied Territories of Georgia

eVISA portal