საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აღშფოთება და კონცერტები თბილისში - Libération

პარლამენტის წინმდებარე სივრცის დაკავება დღისით და კონცერტები ღამით, სიმშვიდე და კარგი განწყობა... აი ის იდეალური კოქტეილი, რომელიც ხავერდოვან რევოლუციას დაამშვენებდა. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა რომ მოგვაჩვენოს ქართულ ოპოზიციას, რომელმაც ერთ დღეში მიატოვა თავისი პირვანდელი, ვადამდე არჩევნების მოთხოვნა და ამჯერად, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვს. ახალი ლოზუნგები თან ახლავს კლასიკურ შეძახილს, «გადადექი!», რომლის მეშვეობით, იგივე პიროვნებამ, სულ ოთხიოდე წლის წინ ვარდების რევოლუციისას, განდევნა უკვე ხანში შესული ედუარდ შევარდნაძე.

«მოსუქებულნი». ისევე როგორც მაშინ, ათიათასობით ქართველი, შესაძლოა 50 000, გამოვიდა მანიფესტაციაზე თბილისში. შაბათს და კვირას მობილიზაციამ იკლო, მაგრამ პარლამენტის მოედანი და დედაქალაქის მთავარი არტერია რუსთაველის გამზირი პერმანენტულად იყო დაკავებული ათასობით მანიფესტანტის, ქალების, ბავშვების, ახალგაზრდებისა და პენსიონერების მიერ. «დღეს ვერ მივედი, რადგან ჩემი შვილი ავად იყო, მაგრამ აუცილებლად მივალ რომელიმე დღეს», გვეუბნება მარინა, ორმოციოდე წლის თბილისელი. მანიფესტანტების კოლონები ჩამოდიან პროვინციიდანაც.

მთავრობის მიმართ ბევრი პრეტენზიაა, მაგრამ ყველანი ერთში ეთანხმებიან ერთმანეთს, ქვეყნის საქმე ვერ მიდის კარგად. « ისინი (ხელისუფლება) ჰაერში დაფრინავენ. მათ არავის მოსმენა არ სურთ. ისინი მილიონრები გახდნენ და ფიქრობენ, რომ ხალხიც ასეა. მაგრამ ხალხს შია ! საღამოობით ხელცარიელი ვბრუნდები სახლში, იქ კი ბავშვები მელოდებიან. როგორ ვიცხოვროთ, არ ვიცი ! » იძახის თემური, ერთ-ერთი იმ 250 ათასი აფხაზეთის ომის ლტოლვილთაგანი, რომლებიც უკვე თხუთმეტი წელიწადია სიღარიბეში ცხოვრობენ.

ხელისუფლების ულტრა-ლიბერალურმა პოლიტიკამ დაამძიმა უმუშევრობა, მაშინ როდესაც ინფლაცია მატულობს. ხალხის მასა ორგანიზებულია, მოსასხამები გამზადებულია წვიმის პირობებში, სენდვიჩები ტრიალებს ხალხში ; დილაობით, მოხალისეები გვიან მოედანს იმპროვიზებული მუყაოს ცოცხებით. და, რამდენადაც ყოველი ღირსეული რევოლუცია ვერ შედგება თავისი ფერის გარეშე, მანიფესტანტებმაც თეთრი ყელსახვევები და სამხრეები მოირგეს.

უსახონი. რამდენ ხანს გასტანს მობილიზაცია ? უსახო და ჩამოყალიბებული ლიდერის გარეშე მყოფ ოპოზიციას, როგორც ჩანს, უჭირს დარჩეს ერთიანი მთავრობის პირისპირ, რომელიც მით უფრო დარწმუნებულია თავის ძალაში, რომ ეს ყოველივე უკვე გავლილი აქვს. მოსახლეობას თითქოს არც კი სურს ახალი რევოლუცია, მაგრამ ხელისუფლებასთან არსებული უფსკრული შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს თუ ის გააგრძელებს ამ მოძრაობის ქედმაღლურად იგნორირებას. 

 

           ემანუელ გიემან დ’ეშონი

  თბილისი