საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კონფერენცია პოლიტიკური ინოვაციის ფონდში

2007 წლის 7 ნოემბერს პარიზის პოლიტიკური ინოვაციის ფონდმა კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად უმასპინძლა კონფერენციას «ევროკავშირის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, შავი ზღვის აუზის მნიშვნელობა».

კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი გახლდათ ბუნდესტაგის დეპუტატი, CDU-CSU პოლიტიკური ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ანდრეას შოკენჰოფი. სიტყვით წარსდგნენ ასევე ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის წარმომადგენელი ანია რასა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ვულიჩი.

გთავაზობთ ამონარიდს ანდრეას შოკენჰოფის სიტყვიდან:

«ევროპისთვის შავიზრვისპირეთი განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონს წარმოადგენს: პირველ რიგში ენერგეტიკული თვალსაზრისით, რადგან რეგიონზე გადის კასპიის ზღვის აუზიდან და შუა აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ყველა მნიშვნელოვანი ნავთობ და გაზსადენი მილი ; გარდა ამისა, ევროპა გულგრილი ვერ დარჩება, საკუთარივე უსაფრთხოების მიზნით, ამ მოსაზღვრე რეგიონში არსებული სეპარატისტული კონფლიქტებისა და კრიმინალური დაჯგუფებების მიმართ.

ამგვარად, ახალი ენერგეტიკული რესურსებისა და შინაგანი სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, ევროკავშირს სურს განამტკიცოს ურთიერთობა აღნიშნულ შავიზრვისპირა ქვეყნებთან რეგიონული თანამშრომლობის დამყარების გზით, რაც სცილდება ევროპის აქამდე არსებულ სამეზობლო პოლიტიკას.

ამ ამბიციური პროექტის განხორციელებას, რომლის ძირითადი მიზანია აღნიშნული ქვეყნების ევროპული იურიდიული ზონის ქვეშ მოქცევა, შედეგად მოყვება ევროკავშირთან კოოპერაციის გაინტენსიურება ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში.

მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა ნიშნავს აგრეთვე ერთობლივ ბრძოლას რეგიონის «გაყინული» კონფლიქტების მოსაგვარებლად. ამგვარად, ევროკავშირი მიზნად ისახავს აქტიური პოლიტიკური როლის თამაშს ამ თვალსაზრისით, რაზეც უპრიანი იქნება გადაწყვეტილების მიღება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ევროპული პოლიციის კომპონენტის განთავსების შესახებ. Gგარდა ამისა, ევროპა უშუალო მონაწილეობას მიიღებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთთან, რომელიც სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის რეგიონში ჩარევის მიმართ.

რუსეთი, რომლის აზრზს ევროკავშირი ყოველთვის უწევს ანგარიშს, წარმოადგენს ერთადერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას აღნიშნული პროექტის განსახსიელებლად ; შესაბამისად, ევროპის მიერ გათვალისწინებული სტრატეგიული პარტნიორობის სისრულეში მოსაყვანად, ევროკავშირმა უნდა შეძლოს რუსეთის მხრიდან თანხმობის მოპოვება.»