საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ოპოზიცია თავის ლიდერს ირჩევს - Le Figaro

13.11.07

ადრიენ ჟოლმესი

სპეციალური კორესპონდენტი, თბილისი

სამხრეთ კავკასია

საგანგებო მდგომარეობის მეხუთე დღეს პრეზიდენტი სააკაშვილის მოწინაამღდეგეებმა

საპრეზიდენტო ბატალიების სახელმძღვანელოდ  საქმოსანი ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს

საპრეზიდენტო კამპანია დაწყებულია. თბილისის ცენტრში ოპოზიციასა და პოლიციას შორის სასტიკი შეტაკებებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, და მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა კვლავ ძალაშია, ქართულმა ოპოზიციამ გუშინ დეპუტატი და ღვინის მეწარმე ლევან გაჩეჩილაძე აირჩია თავის კანდიდატად 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეტაკებების მეორე დღეს, 7 ნოემბერს დანიშნული თარიღი აიძულებს ოპოზიციას იმოქმედოს სწრაფად, რათა იქონიოს გარკვეული დრო ძალზედ მედიატიზირებულ სახელმწიფოს მეთაურთან დასაპირისპირებლად.

"ჩვენ შესანიშნავი შანსები გვაქვს თუკი პოლიტიკური რეპრესიები შეწყდება”, ამბობს სალომე ზურაბიშვილი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი, შემდგომ კი სააკაშვილის მინისტრი, რომელიც ოპოზიციაში გადავიდა და დღეს გაჩეჩილაძის თანამესიედ გვევლინება. "ჩვენს უკან ქართველი ხალხია, მაშინ როდესაც სააკაშვილს მხოლოდ სახელმწიფო აპარატი უჭერს მხარს”, განაცხადა მან ოპოზიციის მიერ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც რამოდენიმე მონაწილე პოლიციის ხელჯოხებისგან თვალებდალურჯებული წარსდგა.

"ვარდების რევოლუციიდან” ოთხი წლის შემდეგ როლები შეიცვალა. მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ის ახალგაზრდა ტრიბუნი, რომელიც შეიჭრა პარლამენტში მანიფესტანტთა წინამძღოლად ვარდებითა და წმინდა გიორგის ჯვრის გამოსახულებიანი დროშებით ხელში ყოფილი საბჭოთა ჩინოვნიკის, ედუარდ შევარდნაძის გაუბადრუკებული ხელისუფლების დასამხობად. ყოფილი განრისხებული ახალგაზრდა კაცი უკვე ოთხი წელიწადია, რაც საქართველოს პრეზიდენტია. მან თავის თავზე გამოცადა ძალაუფლების თანმხლები იმედგაცრუება. მითუმეტეს, რომ მას უზარმაზარი ამბიციები ჰქონდა. არც მეტი, არც ნაკლები, სააკაშვილი იმედოვნებდა გაპარტახებული და დანაწევრებული ექს-საბჭოთა რესპუბლიკის ყოველგვარი ტრანზიციის გარეშე თანამედროვე, განვითარებულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირებას, მოსკოვის ყოფილი სატელიტის აშშ-ს საიმედო მოკავშირედ და კავკასიის პატარა რესპუბლიკის ევროკავშირის ავანპოსტად გადაქცევას.

არაფერია შეუქცევადი

ქართველთა ნაწილი მას არ მიჰყვა საბაზრო ეკონომიკისაკენ ტრანსფორმაციის პროცესში. მოსკოვმა დასავლური ორიენტაციისა და დაუფარავად მტრული დამოკიდებულებისთვის საფასური გადაახდევინა. მისმა პერსონალურმა სტილმა მას დააშორა ლიბერალ მოკავშირეთა ნაწილი. სააკაშვილი ამჟამად სახელმწიფოს მეთაურის როლში აღმოჩნდა, რომელიც პოლიციურ ძალას იყენებს მანიფესტანტების საწინაამღდეგოდ და რომელიც ღიზანდება მის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე. "ვარდების რევოლუციის” მრავალმა თანამოაზრემ ოპოზიციის ბანაკს მიაშურა, ადანაშაულებენ რა მას ავტორიტარიზმისა და საპრეზიდენტო ავტოკრატიის ერთგვარ ნაზავში.

"სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამ უდიდესი იმედი შობა, გვიხსნის საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების საქართველოს ფონდის დირექტორი, თბილისელი ტჰინკ-ტანკ – ი ალექსანდრე რონდელი. დიდი ცვლილებები შესდგა კიდეც, მაგრამ მოსახლეობის ნაწილს დღეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ცვლილებებიდან მათ ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღეს. სააკაშვილის გუნდი შედგებოდა ახალგაზრდა, ენერგიული და გამოუცდელი ხალხისგან. მათ სწრაფად იმოქმედეს, მაგრამ ბევრი ადამიანი გადაიმტერეს. მაგალითად, როდესაც გაანთავისუფლეს თითქმის მთელი საგზაო პოლიცია კორუფციის აღმოსაფხვრელად, ან როდესაც შეამცირეს პოსტსაბჭოთა ინტელიგენციისთვის განკუთვნილი დოტაცია, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელნი სახელისუფლებო დახმარებას ბუნებრივ მოვლენად განიხილავენ. ამავე დროს, პირადი სტილის გამო ხელისუფლებამ ლიბერალური ოპოზიციაც გადაიმტერა, ეს კი მეტად სავალალოა, განსაკუთრებით საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის”, ამბობს ბ-ნი რონდელი.

შუექცევადი ჯერ არაფერი მომხდარა, მაგრამ პოლიტიკური კლიმატი საგრძნობლად დაიძაბა საქართველოში ამ ბოლო დროს. 7 ნოემბრის შეტაკებებისას რამოდენიმე მანიფესტანტი და პოლიციელი მძიმედ დაშავდა. ოპოზიცია "ფაშისტურ” გამოვლინებებზე ლაპარაკობს, მაშინ როდესაც სააკაშვილი მოსკოვის ხელს ამხელს მის მოწინაამღდეგეთა ზურგს უკან. კიდევ უარესი ის არის, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ და ოპოზიციური რადიო-ტელეარხი იმედის ძალისმიერმა დახურვამ გააფერმქთალა საქართველოს იმიჯი ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონმა მიავლინა საგანგებო ემისარი მეტიუ ბრაიზა, რომ მოსთხოვოს თავის ყველაზე უფრო ატლანტისტ მოკავშირეს, სასწრაფოდ მოხსნას საგანგებო მდგომარეობა და მედიებს ეთერში გასვლის ნება დართოს. მაგრამ, სააკაშვილი ჯერ ჯერობით უარს ამბობს დაემორჩილოს გარეშე ზეწოლას.

"ჩვენ შევცდით, როდესაც დროზე არ გავითვალისწინეთ მანიფესტანტთა სიშმაგე (ვიოლენცე)”, აღიარებს უმრავლესობის დეპუტატი და სააკაშვილის ახლო მრჩეველი გიგა ბოკერია. "მაგრამ, როდესაც თქვენ გესმით იმედის ჟურნალისტის შეძახილი ღია ეთერში, რომ პარლამენტის აღებისთვის შესაბამისი მომენტია, მაშინ თქვენთვის ნათელი ხდება, რომ ეს არხი ცოტა არ იყოს სცდება თავისი როლის ფარგლებს.”

არხს კვლავაც აკრძალული აქვს ეთერში გასვლა. მისმა მთავარმა აქციონერმა, საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა, ბადრი პატარკაციშვილმა, წარადგინა თავისი კანდიდატურა ამჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის კანდიდატის, ლევან გაჩეჩილაძის წინაამღდეგ.

"ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ, მიაჩნია ალექსანდრე რონდელს, და ყოველი ეტაპი პროგრესულია წინამდებარესთან შედარებით. ეს ამჟამინდელი პრობლემები შეგვეძლო აგვეცილებინა, მაგრამ სოციალიოზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლას მუდამ დაძაბულობა მოსდევს. დღევანდელი კრიზისი, რაღაცა თვალსაზრისით, ნორმალურიც კი არის.”

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal