საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო მაგიდის ირგვლივ - Le Républicain de l’Essonne

12.11.07

ელენ ჟუველო

საქართველოსთან ერთობლივი წარსულის ასაღნიშნავად, უკვე ხუთი წელიწადია, ლევილ-სურ-ორჟის დეპარტამანტი მასპინძლობს ყოველწლიურ « ქართულ საღამოებს ». შაბათს, 10 ნოემბერს ლევილელები დაპატიჟებული იყვნენ ქართულ სუფრაზე, იქაური კერძებისა და ტრადიციების აღმოსაჩენად. 135 დაპატიჟებულ სტუმარს საშუალება მიეცა არა მარტო გაესინჯა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილის, ირენ ციციშვილის მიერ დამზადებული უგემრიელესი ქართული კერძები – ლობიო, ფხალი და ან ხაჭაპური, არამედ მოესმინა ყოფილი პრეზიდენტის შვილის, ნათელა ჟორდანიას მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოები. « საქართველოში ჩვენ ჩვეულებად გვაქვს ვადღეგრძელოთ სუფრასთან მყოფი ყოველი პიროვნება, და ასევე წარმოვთქვათ მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის სადღეგრძელოები », გვიყვება ტიერი ბერიშვილი, საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის წევრი და ამ საღამოს, ცერემონმაისტერი, ანუ თამადა. « თანაც, აგრძელებს ის, თამადას არ აქვს დათრობის უფლება, თორემ ეს მასპინძლის შეურაცყოფად ჩაითვლება.” საფრანგეთში საქართველოს ელჩის, Mმამუკა კუდავას აზრით, "ეს შესანიშნავი იდეაა. ამ მხრივ, ბევრს ვიგებთ ერთმანეთზე და თანაც, უშუალო გარემოში. ამას გარდა, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ლევილი, რომელიც ძალიან ცნობილია ჩვენს ქვეყანაში, თბილ გრძნობებთან არის დაკავშირებული ». ამბავი, რომ მისი პატარა ქალაქი ასეთ შორეულ ქვეყანაშია ცნობილი, სასიამოვნოდ აკვირვებს ლევილელ ნატალი კამილოტოს : « ჩვენ აქ ცნობისმოყვარეობამ მოგვიყვანა, აღმოგვეჩინა ქართველების კულტურა და სამზარეულო. ისინი ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია ». ვახშამი ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით მიმდინარეობდა, რომლებსაც ქართველებთან ერთად ლევილ-სურ-ორჟის ქორალიც ასრულებდა იზაბელ ვანდელის ხელმძღვანელობით. ეს მეტად ორიგინალური და დაუვიწყარი საღამო იყო !

Occupied Territories of Georgia

eVISA portal