საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

იუნესკოს 35-ე გენერალური კონფერენცია

  2009 წლის 9 ოქტომბერს იუნესკოს 35-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის ნიკოლოზ რურუას და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მამუკა კუდავას შეხვედრები იუნესკოს ახლადარჩეულ გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან და  იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორ ფრანჩესკო ბანდარინთან. შეხვედრებისას განხილულ იქნა საქართველოსა და იუნესკოს შორის თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლთა დაცვის, განათლების და ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებული პრობლემატიკა.

9 ოქტომბერს  საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სიტყვით გამოვიდა გენერალური კონფერენციის ზოგად პოლიტიკურ დებატებში. მისი გამოსვლისას ხაზი გაესვა კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში იუნესკოს როლის გააქტიურების აუცილებლობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს. მინისტრმა დააყენა აღნიშნული ძეგლების მდგომარეობის შესწავლის და შეფასების მიზნით ჰააგის 1954 წლის კონვენციის საფუძველზე იუნესკოს მისიის განხორციელების საკითხი.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal