საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

 საფრანგეთი შეშფოთებულია მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 14-17 წლის არასრულწლოვანი ქართველი მოზარდების დაკავების გამო. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა დონეზე უკვე მიმართა შესაბამის ზომებს.

საფრანგეთი ხაზს უსვამს აუცილებლობას, ანგარიში გაეწიოს არასრულწლოვანთა მიმართ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მათი სპეციფიური უფლებების ჯეროვან დაცვას; კერძოდ კი, ბავშვთა უფლებების იმ კონვენციის ნორმებს, რომლის 20 წლისთავსაც დღეს აღვნიშნავთ. საფრანგეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი რუსეთს, გამოიყენოს ხელთ არსებული გავლენის მექანიზმები, რათა დაკავებული ოთხივე მოზარდი გათავისუფლდეს.

საფრანგეთი დაბეჯითებით მოუწოდებს ყველა მხარეს,  ამგვარი ტიპის ინციდენტები მოაგვარონ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს მიღებული მექანიზმების ჩარჩოებში, რაც ითვალისწინებს ინციდენტების პრევენციასა და დარეგულირებას.

საფრანგეთი მიმართავს მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს, ზედმიწევნით დაიცვან ჟენევის ფორმატით გთვალისწინებული სამუშაო გრაფიკი და კალენდარი, ამასთან იგი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მსგავსად წუხილს გამოთქვამს, რომ ზოგიერთმა გადაწყვიტა აღებული ვალდებულებების უპატივცემლობის ხარჯზე არ გამოცხადებულიყო 18 ნოემბრის შეხვედრაზე.

საფრანგეთი ყველას შეახსნებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და მისი სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.