საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთისთვის ფრანგული საბრძოლო გემის მიყიდვა მღელვარებას იწვევს

ფიგარო. იზაბელ ლასერი. 25/11/2009

პარიზი არ ეთანხმება ესეთ მძაფრ კრიტიკას, ხაზს უსვამს რა სტრატეგიულ, ეკონომიკურ და ფინანსურ აუცილებლობას

წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოში ხანმოკლე ომის შემდგომ, ქვეყანა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია, აპირებს რუსეთს საბრძოლო ხომალდები მიჰყიდოს. თავისთავად, ამაში ზოგიერთნი პოლიტიკურ უხერხულობას ხედავენ.

ორშაბათიდან გემს სანქტ-პეტერბურგში აქვს ჩაშვებული ღუზა. ეს ვერტმფრენმზიდი სამხედრო-საზღვაო ფლოტის სიმდიდრეა და იგი ყველაზე დიდი ფრანგული საბრძოლო ხომალდია “შარლ დე გოლის”-ის (200 მეტრი სიგრძეში, 32 მეტრი სიგანეში) შემდგომ. თავისი უნივერსალობის გამო მას “შვეიცარულ ჯაყვას” უწოდებენ. ხომალდს თხუთმეტი ვერტმფრენის, ცამეტი ლეკლერკის ტიპის ტანკის და 1000-მდე ადამიანის ტრანსპორტირება შეუძლია. ასევე გააჩნია ყველა სასარდლო საშუალება და ჰოსპიტალი 70-თი საწოლით.

“მისტრალი”  ყველაზე საუკეთესოა სასარდლო და სასროლი ტიპის ხომალდებს შორის, ასკვნის მეზღვაური. სამკაული, რომლის გამოც ბევრ ქვეყანას ჩვენი შურს. სწორედ ამიტომაა, რომ რუსებს, რომელთაც სურთ ჰქონდეთ ამფიბიის და სწრაფი ტიპის შეტევის ძალა, მისი შესყიდვის სურვილი გაუჩნდათ. Mმოლაპარაკებები უკვე დასასრულ ფაზას უახლოვდება.  შეთავაზების შემდგომ, ფრანგები მოსკოვის პასუხს ელოდებიან უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში. Kკონტრაქტში ხუთ მისტრალზეა საუბარი.

 

თუ მოსკოვსა და პარიზში კმაყოფილებას გამოხატავენ, მისტრალის გაყიდვას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და განსაკუთრებით შავი ზღის სანაპიროს გასწვრივ, სადაც რუსეთთან დაძაბულობა პერიოდულად ხდება, შიშით უყურებენ. მეზობლები შიშობენ, რომ რუსეთმა ეს ხომალდები შეიძლება შავ და ბალტიის ზღვებში გამოიყენოს, რათა ხელი შეუშალოს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და შეამციროს დასავლეთის გავლენა თავის ძველ სფეროებზე.

ქართველები, თავს ისევ საფრთხის ქვეშ გრძნობენ ახალი რუსული იმპრელიაზმისა და პროექტის გაუქმებისკენ მოუწოდებენ. “რუსეთს სურს აღადგინოს თავისი სიდიადე სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენის მეშვეობით. მისტრალი მშვენიერი საშუალებაა საქართველოზე ან ბალტიის ქვეყნებზე იერიშის მისატანად. Eეს იგივეა რაც, დამნაშავეს დამატებით კიდევ ერთი იარაღი მისცე. ‘’აი, თუ რატომ ვშიშობთ”, გვიხსნის ალექსანდრე რონდელი, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტრატეგიის ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი.

 

“იარაღის სისტემის გარეშე” – თავისი ქვეყნის გადაწყვეტილების კომენტირებისას, რუსული სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელი, ადმირალი ვისოტსკი, პირდაპირ აღიარებს, აღნიშნავს რა, რომ 2008 წლის აგვისტოს, საქართველოში შეჭრისას ასეთი ხომალდის ქონის შემთხვევაში, შავი ზღვის ფლოტს თავისი მისიის განსახორციელელად 26 საათის სანაცვლოდ 40 წუთი დასჭირდებოდა. Bბალტიის ქვეყნებიც, თავის მხრივ შეწუხებულნი არიან. Eესტონური დიპლომატიის ხელმძღვანელი, ურმას პაეტი ინტერესდება, თუ როგორი სახით მოხდება გემის გადაცემა, ეკიპირებულის უახლესი ტექნოლოგიებით, თუ მის გარეშე.

პარიზში არ ეთანხმებიან კრიტიკას. Aმბობენ, რომ ხომალდი ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე იქნება გადაცემული. “არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვინდა შევქმნათ მყარი ნიადაგი  რუსეთთან, დავამყაროთ პარტნიორობა, შევძლოთ მათი მხარდაჭერის მიღება ამ დროის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ირანის ბირთვული იარაღი და უარი ვუთხრათ იარაღის მიყიდვაზე. Eეს წინააღმდეგობაში მოვა ჩვენს მიერ საქმის ხედვაში”, აცხადებს ამ საკითხთან დაახლოებული პირი.

სენ-ნაზერის ნავსაშენისათვის დამატებითი სამუშაოს საჭიროება შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ელისეების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. ასეთი ეკონომიკური და ფინანსური პერსპექტივის გვერდით, ევროპულ ქცევათა კოდექსი იარაღის ექსპორტზე, რომელიც ითვალისწინებს “ისეთ აღჭურვილობათა ექსპორტის აკრძალვას, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნენ შიდა რეპრესიების ან საერთაშორისო აგრესიის ან კიდევ რეგიონალური არასტაბილურობისათვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით”, როგორც ჩანს ჰკარგავს თავის ღირებულებას.