საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული პოეზიის ფრანგული თარგმანების კრებულის პრეზენტაცია.

2009 წლის 18 დეკემბერს, პარიზის ქართულ სახლში გაიმართა ქართველი მთარგმნელის იზა ჯინჯიხაძის მიერ თარგმნილი ქართული პოეზიის ფრანგული თარგმანების კრებულის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფრანგული გამომცემლობის წარმომადგენლები, ფრანგული ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები, საფრანგეთის განათლების სამინისტროს ექსპერტები და ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები.

 

 

 

საღამოზე სიტყვით გამოვიდა პროექტის მხარდამჭერი ფრანგული გამომცემლობა. შემდგომ მთარგმნელმა მოკლედ მიმოიხილა ქართული პოეზიის ისტორია, ხოლო დასასრულს გაიმართა თარგმნილი ლექსების მხატვრული კითხვა ქართულ და ფრანგულ ენებზე. 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal