საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ნიკოლოზ რურუას საფრანგეთში ვიზიტის შესახებ

2010 წლის 12 მარტს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა შეხვდა საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრს ფრედერიკ მიტერანს.

შეხვედრის დროს მინისტრებმა განიხილეს 2010 წლის მანძილზე საფრანგეთში ქართული კულტურის სეზონში დაგეგმილი ღონისძიებები და მომავალი თანამშრომლობის სხვა გეგმები.

ფ. მიტერანმა ქართველ მინისტრს ფრანგული ინსტიტუციების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა აღუთქვა.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal