საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული კულტურის დღეები პარიზში

2010 წლის 4-8 ივნისს პარიზი ქართული კულტურის დღეებს მასპინძლობს. 4 ივნისს, პიერ კარდენის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მუსიკალური საღამო "ქართული კინოსა და თეატრის მუსიკის ნახევარი საათი" გაიმართება. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი - ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით, გიორგი უშიკიშვილი და ხალხური სიმღერის ანსამბლი "ლაშარი"; ნაჩვენები იქნება კოლაჟი მე-20 საუკუნის ქართული კინოებიდან. საგამოფენო დარბაზში კი, გამოფენა "ქართული კინო და თეატრი" გაიხსნება. ექსპოზიციაზე მიწვეულნი არიან საფრანგეთის პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლები. სტუმრებს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა უმასპინძლებს.