საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიხეილ სააკაშვილი ელისეის სასახლის მრჩეველთა ჯგუფს შეხვდა

 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ელისეის სასახლის მრჩეველთა ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დღესვე, საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქართული მხრიდან ხელი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა მოაწერა. 

პრეზიდენტი სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხება. განიხილება ასევე ე.წ მედვედევ-სარკოზის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 

მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში პირველად იმყოფება. სააკაშვილისა და სარკოზის შეხვედრის პარალელურად პირველი ლედი სანდრა რულოვსი საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს კარლა ბრუნს შეხვდება.