საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ბერნარ კუშნერისა და თემურ იაკობაშვილის შეხვედრა

დღეს საფრანგეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ბერნარ კუშნერი შეხვდა საქართველოს ვიცე პრემიერ მინისტრს თემურ იაკობაშვილს. შეხვედრის მიზანი იყო 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის განხილვა.საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ამ მოსახლეობისადმი. მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მალე დაიწყება სამოქმედო გეგმის და კონკრეტული პროექტების განხორციელება.