საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 12.08.10

 

ოთხშაბათს, 11 აგვისტოს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა ანტისაჰაერო თავდაცვის რაკეტების აფხაზეთში განლაგების შესახებ. თბილისმა მაშინვე დაგმო ეს გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ რეგიონში ნატოს  ძალთა თანაფარდობას პირდაპირი საფრთხე ექმნებოდა.

სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებული რუსეთის საჰაერო ძალების სარდლის ალექსანდრე ზელინის განცხადების მიხედვით, აფხაზეთში განლაგებული ანტისაჰაერო რაკეტების გარდა, რუსეთმა ანტისაჰაერო თავდაცვის სხვა საშუალებებიც განათავსა საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება.

«ამ ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებების მიზანია არამარტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაცვა, არამედ ყველა იმ საფრენი აპარატის ჩამოგდება, რომელიც საჰაერო სივრცეს დაარღვევს, რა მისიითაც არ უნდა დაფრინავდეს იგი», განაცხადა გენერალმა ზელინმა.

 

3 400 ჯარისკაცი 49 წლის განმავლობაში

2003 წლიდან, პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოკვეთილად პროდასავლური კურსის მქონე საქართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა ამ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ნატოს შეშფოთების საგანი უნდა გახდეს. საქართველოს ვიცე-პრემიერის, თემურ იაკობაშვილის განცხადებით «ეს რეგიონში ძალთა თანაფარდობას ცვლის».

«ეჭვსგარეშეა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხედრო პლატფორმად იყენებს, რომლსაც გაცილებით შორს მიმავალი მიზნები აქვს, ვიდრე უშუალოდ საქართველოს დაშინებაა», მიიჩნევს თემურ იაკობაშვილი.

ნატოს არ მოუხდენია ოპერატიული რეაგირება, მაგრამ ალიანსმა თებერვალშივე გააპროტესტა მოსკოვსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის აშენების თაობაზე.

მოსკოვს საქართველოს ამ სეპარატისტულ რეგიონებთან გაფორმებული სამხედრო შეთანხმებები ხელს აძლევს 49 წლის განმავლობაში იქ 3. 400 ჯრისკაცი ყავდეს.

 

რუსეთმა უკვე ორი წელია, რაც განათავსა აფხაზეთში შ-300 ტიპის რაკეტები.

რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე კონფლიქტის შემდეგ ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა რუსული ჯარების უკან გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. Bბატონ იაკობაშვილი აღნიშნავს, რომ აფხაზეთში რაკეტების განლაგება ეს არის «აშშ-ს მიერ აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განლაგების ასიმეტრიული პასუხი».

სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს ნაკლებ მნიშვნელოვნად წარმოაჩინოს შ-300 ტიპის რაკეტების განლაგება. «ჩვენი ინფორმაციით, შ-300 ტიპის რაკეტებს რუსეთი აფხაზეთში უკვე უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ათავსებს», განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ფილიპ კროულიმ. როდესაც მას დაუკავშირდენენ იმის თაობაზე, რომ გაეგოთ მისი აზრი ამ რაკეტების განლაგებასთან დაკავშირებით, მან უპასუხა «რომ ეს მათთვის ახალი ინფორმაცია არ არის».

«ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ მათ გააძლიერეს ეს სისტემები, ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს» - დაამატა მან.  რუსეთი და საქართველო ერთმანეთს ორი წლის წინ სამხრეთ ოსეთის კონტროლისთვის დაწყებული ხანმოკლე ომის დროს დაუპირისპირდენენ, რომლის შემდეგაც მოსკოვმა ორი სეპარატისტული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა.

დასავლეთმა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება დაგმო და მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და პატარა კუნძულმა ნაურუმ აღიარეს ეს ორი რეგიონი. შავი ზვის სანაპიროზე მდებარე აფხაზეთი ესაზღვრება რუსეთის სოჭის რეგიონს, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal