საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Nouvel Observateur 19.08.2010

  ფრანგულ პრესაში დაიბეჭდა რუსულ მედიაში გავრცელებული ანალიზი, რომლის მიხედვითაც რუსეთი პარალელურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხრეთ კორეასთან. კერძოდ, გაზეთ კომერსანტის 19 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთი საფრანგეთისგან მისტრალის ტიპის ვერმფრენ-მზიდი ხომალდის შეძენის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. გემთსაშენი ჰოლდინგის OშK მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს პუტინისგან მიუღია დავალება, თავდაცვის სამინისტროსგან კი მწვანე შუქი, რომ სამხრეთ კორეასთან ამავე ტიპის გემების შეძენასთან დაკავშირებით აწარმოოს მოლაპარაკებები.   არავითარი შესყიდვა ალტერნატივის გარეშე   აღნიშნული გადაწყვეტილება კი, გაზეთის მიხედვით, ნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტრო უარს ამბობს ფრანგული გემის გემის სხვა ალტერნატივების განხილვის გარეშე და სხვა კონკურენტული წინადადებების შესწავლასაც აპირებს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ DAEჭOO–სთან ასოცირებული OშK სამხრეთ კორეული ლიცენზიით რუსულ გემთსაშენ ბაზაზე ააგებს Dოკდო –ს კლასის ვერტმფრენმზიდ გემს სამი წლის განმავლობაში, მისტრალის გემის ანალოგიური ღირებულების ფასად (650 აშშ დოლარად).   ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში, სააგენტო ინტერფაქსს მოყავდა OშK –ის პრეზიდენტის რომან ტროცენკოს თავდაცვის სამინისტროსადმი გაგზავნილი წერილის დეტალები, რომლითაც იგი განმარტავდა სამხრეთ კორეული არჩევანის უპირატესობებს : « ესეთ შემთხვევაში, გემის მშენებლობას მთლიანად რუსეთი გააკონტროლებს, მისტრალის შემთხვევაში კი საფრანგეთი». ფრანსპრესის სააგენტოს კითხვაზე ოფიციალური საფრანგეთი მშვიდ პოზიციას ინარჩუნებს და აღნიშნავს, რომ «შეშფოთების საბაბი არ არსებობს და რომ მოლაპარაკებები ნორმალური ტემპებითა და შესანიშნავ გარემოში მიმდინარეობს».   საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს სპიკერმა განაცხადა, რომ არავითარ ცნობას არ ფლობს, რომ რუსულ პრესაში გავრცელებული ხმები დაადასტუროს.   სარკოზის ოპტიმიზმი   ორივე ქვეყანამ, მარტის თვეში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურად განაცხადა მისტრალის შეძენასთან დაკავშირებით «ექსკლუზიური მოლაპარაკებების» დაწყების თაობაზე. ივლისში კი სარკოზიმ განაცხადა, რომ მისტრალის ტიპის ორი გემის საფრანგეთში აგება გადაწყვეტილი იყო, ხოლო სენ ნაზერის გემთსაშენი საწარმოს პატრონმა ჟაკ ჰარდლეიმ «მოლაპარკებათა გრაფიკიც» კი განიხილა.   ამ შესაძლო გართულების ერთერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ მოსკოვის სურვილი რუსულ, საკუთარ ბაზაზე ააშენოს არა ორი, არამედ სამი გემი. ივნისში პარიზში ვიზიტად მყოფმა პუტინმა ცალსახად გააჟღერა თავისი პოზიცია: მისტრალის შეძენის პირობა პარიზის მიერ შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემით უნდა მომხდარიყო.   თავის დროზე, რუსეთის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ აპირებდა შეეკვეთა სამხედრო დანიშნულების გემი, რომელიც ოპერატიული მოქმედებების ჩასატარებლად გადაზიდავდა იმავდროულად ვერმფრენებს, სამხედრო დანაყოფებსა და ჯავშანტექნიკას, ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს შეშფოთება და ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკა გამოიწვია. ეს გარიგება თვისობრივად პირველი იქნებოდა ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან.