საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 07/10/2011 "საფრანგეთის ხმა თბილისში"

საქართველოში ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს და ევროპა შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე

თავისუფალი საქართველო, რომელიც დღეს პრეზიდენტ სარკოზის მასპინძლობს, არა მხოლოდ გადარჩა 2008 წლის ომის შემდეგ, არამედ, მრავალი სიძნელის, ემბარგოების და დაბომბვების მიუხედავად, რამდენიმე წელიწადში ააშენა დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ თვალსაჩინო მაგალითად, რომელიც არის ავტორიტარიზმის და კორუფციის ალტერნატივე, რომლებსაც ჯერ კიდევ განგრენიზირებული აქვს პოსტ საბჭოთა სივრცე.

რუსეთის ჯარებს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი დარღვევაა. Aასი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ რჩება ადგილნაცვალ პირად ან ლტოლვილად. ისინი არიან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღ

იარებულები ეთნიკური წმენდის მსხვერპლებად. Mმოსკოვი თავს იკავებს და არ პასუხობს ჩემს მიერ 2010 წლის ნოემბერში ევროპარლამენტის წინაშე გაკეთებულ შეთავაზებას მშვიდობის შესახბ. კიდევ ერთი ფაქტი: უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, ჩემს ქვეყანას თავს დაატყდა რუსული სპეცსამსახურების ოფიცერის – გენერალ ბორისოვის მიერ ორგანიზებული ტერაქტების სერია.

ასეთი დიდი განსაცდელების წინაშე, ბევრი ხელისუფლება ალბათ ავტორიტარული მმართველობის გზას აირჩევდა. გაამართლებდა ამ არჩევანს იმით რომ სამშობლო საფრთხეშია, გარე საფრთხის საშიშროების მოტივით ჩაახშობდა დემოკრატიულ დიალოგს და ხელისუფლებასთან დისონანსში მყოფ ხმებს ქვეყნის შიგნით. ჩვენ ავიღციეთ სხვა გზა: დავაჩქარეთ დემოკრატიული რეფორმები, გავაგრძელეთ პოლიტიკური და ეკონომიკური გახსნილობის გზა, გავაგრძელეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებული ძირეული ტრანსფორმაცია. ჩვენ წავედით იმ რისკზე, რომელიც თავისუფლებას და დემოკრატიას ერთვის თან. ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, ჩვენ ავირჩიეთ ევროპა. Eეს არჩევანი შეესაბამება ჩვენს იდენტურობას, კულტურას და ჩვენს მიზანს.

რა თქმა გზა, რომელიც ჯერ კიდევ უნდა გავიაროთ, არის ხანგრძლივი და ღტული. საჭირო იქნება მუდმივი ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტანდარტებს. მაგრამ ჩვენს მიერ უკვე მოპოვებული შედეგები თვალსაჩინოა. თრანსპარენცყ Iნტერნატიონალ-ის მიხედვით, უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, მსოფლიოს ქვეყნებს შორის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში ყველაზე მეტი პროგრესი საქართველოში აღინიშნა. Mმსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო 147-ე ადგილიდან მე-12 ადგილზე გადმოვიდა.

მაშინ როდესაც თავისუფლების ტალღამ მოიცვა არაბული სამყაროს დიქტატურები, ჩვენ ხმელთაშუაზღვის სამხრეთ სანაპიროს ქვეყნებს ვთავაზობთ გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება, ჩვენთან ერთად განიხილონ ფერადი რევოლუციების წარმატებები და შეცდომები.Aახალწარმოქმნილი დემოკრატიების საერთო მიზნები მოითხოვს ერთობლივ განსჯას. Eეს არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩვენი ჩართულობის და არაბული გაზაფხულის საპასუხოდ ევროკავშირის ახალი ინიციატივის “მეტი მეტისთვის” (მეტი თანამშრომლობა ქვეყნებთან, რომლებიც მეტ რეფორმებს ახორციელებენ) (პლუს პოურ პლუს ), მხარდაჭერის მთავარი აზრი.

ევროპამ შეიძლება დიდი დახმარება გაუწიოს იმ ქვეყნებს რომლებიც მას ესაზრვრებიან ამ ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების წარმატების თვალსაზრისით და ამავდროულად დაშალოს ის რეჟიმები, რომლებიც მას საფრთხეს უქმნიან. საქართველო თავიდანვე მხარს უჭერდა საფრანგეთისა და ინგლისის მიერ ინიცირებულ ინტერვენციას ლიბიაში. რადგან ჩვენ სხვებზე მეტად ვიცით, რომ ყველაფერი ის რაც ხელს უწყობს მსოფლიოში თავისუფლების პროგრესს და ევროპის წამყვან როლს კიდევ ერთხელ ადასტურებს, ამავდროულად აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს.

2003 წელს ჩვენ შევუდექით ძნელ გზას, რომელიც საშუალებას მოგვცემს რეინტეგრაცია მოვახდინოთ ევროპულ ოჯახში, ოჯახში, რომელსაც არასდროს დავტოვებდით, რომ არ მომხდარი წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ამ გზაზე წინსვლა მეორე აგრესსის შემდეგაც. Aაგრესიის, რომელიც ამჯერად XXI საუკუნის დასაწყისში მოხდა. ეს ყველაფერი ქართველო ხალხის სიმამაცის და ჩვენი მეგობრებისა და მეკავშირეების, პირველ რიგში – ფრანგების, წყალობით მოხდა. Eეს ის ევროპული და თავისუფლებისმოყვარე საქართველოა, რომელიც ემზადება იმ კაცის მოსასმენად, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებში შეძლო იმ ქვემეხების გაჩუმება, რომლებიც ბომბავდნენ ჩვენ ქალაქებსა და სოფლებს.

ჩვენი უძველესი ქრისტიანული ერისთვის, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული, საფრანგეთი იყო ჩვენი შორეული დიდი და. შემდეგ ის გახდა კომუნისტების მიერ რეპრესირებული ჩვენი პატრიოტების თავშესაფარი, ხოლო დღევანდელ დღეს ის წარმოადგენს შორეულ მოდელს ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიისთვის. დღეს ის არის ჩვენი მთავარი პარტიონრი რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საფრანგეთის ხმა, როდესაც ის ერთგულია საკუთარი იდეალების - თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების, იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ზოგჯერ გონიათ პარიზში. Eდა ეს ხმა დღეს თბილისსა და ბენღაზიში უფრო მკაფიოდ მკაფიოდ ისმის ვიდრეს სხვაგან.