საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Nouvel Observateur 12.10.2010

 

საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის მიერ საჰაერო თავდაცვის საშუალებების განთავსებასთან დაკავშირებით კე დ’ორსე მოუწოდებს თავის შეკავებისკენ.

საფრანგეთი შეშფოთებით აღიქვამს რუსეთის განცხადებას საქართველოს სეპარატისტულ რესპუბლიკა აფხაზეთში შ-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების  განლაგების შესახებ და მოუწოდებს მას თავი შეიკაოს  აამ ნაბიჯისგან, განაცხადა ხუთშაბათს 12 აგვისტოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

აფხაზეთში საჰაერო თავდაცვის რაკეტების გარდა, საჰაერო თავდაცვის სხვა ტიპის ტექნიკა განთავსებული იყო სამხრეთ ოსეთში, საქართველოს სხვა სეპარატისტულ ტერიტორიაზე, რომელიც ესაძღვრება რუსეთს, განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა ალექსანდრ ზელინმა.

«ჩვენ შეშფოთებით აღვიქვით საჰაერო თავდაცვის რაკეტების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგების შესახებ განცხადება. აღნიშნული რაკეტების განლაგება ნამდვილად არ უწყობს ხელს რეგიონში სტაბილიზაციას, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მოადგილემ კრისტინ ფაჟმა.

«ჩვენ მხარეებს მოვუწოდებთ თავშეკავებისა და 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებათა სრული შესრულებისაკენ», - დაამატა მან. საქართველო მიიჩნევს, რომ ეს უნდა გახდეს ნატოს შეშფოთების საგანიც, რადგან «რაკეტების განთავსება ცვლის ძალის წონასწორობას რეგიონში».

საფრანგეთის ეგიდით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

საფრანგეთი კვლავაც ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თავის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, დაამატა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.